ნოტარიუსთა პალატამ ფრანგ კოლეგებს უმასპინძლა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ფრანგ კოლეგებს უმასპინძლა. საფრანგეთის ნოტარიუსების დელეგაცია საქართველოს 26 სექტემბერს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი საფრანგეთსა და საქართველოს შორის სანოტარო სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობაა. გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ძირითადად, შეეხება ელექტრონულ სერვისებს და ელექტრონული სანოტარო დოკუმენტების წარმოებას. ელექტრონული სანოტარო დოკუმენტების წარმოების პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე დაესწრო.
„საქართველოს ნოტარიატი სიახლეებზე ორიენტირებული სისტემაა. ჩვენ ვეცნობით ლათინური ნოტარიატის ქვეყნების გამოცდილებას, რომ ჩვენი სერვისები უფრო მოქნილი და კომფორტული გავხადოთ; აგრეთვე, ვუზიარებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ჩვენს მიღწევებს, ამისათვის კი საერთაშორისო ურთიერთობების როლი ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ.
ფრანგ ნოტარიუსთა ვიზიტი 2018 წლის მარტში დაიგეგმა, როდესაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია პარიზში იმყოფებოდა საფრანგეთის ნოტარიატის სისტემაში დანერგილი სერვისების გაცნობის მიზნით. ქართველმა ნოტარიუსებმა კოლეგებს შესთავაზეს, საპასუხო ვიზიტით ჩამოსულიყვნენ საქართველოში და შეხვედროდნენ ქართველ ნოტარიუსებს, გაემართათ მათთვის ელექტრონული სანოტარო დოკუმენტების წარმოების პრეზენტაცია და ქართული ნოტარიატის სიახლეებს გაცნობოდნენ.
ფრანგ ნოტარიუსთა დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრები იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. სტუმრებმა თბილისის იუსტიციის სახლიც მოინახულეს და სერვისების გაცემის ქართულ მოდელს გაეცნენ. სტუმრებმა თბილისის ერთ-ერთი სანოტარო ბიუროც მოინახულეს და ქართველი ნოტარიუსის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ფრანგი ნოტარიუსების დელეგაციამ საქართველო 29 სექტემბერს დატოვა.

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში