საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სოხუმის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სოხუმის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძემ და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ მოწერეს. თანამშრომლობის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში, უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.

მემორანდუმის ფარგლებში, სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გაეცნობიან საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობას ნოტარიატის შესახებ, აგრეთვე სანოტარო მომსახურებაში დანერგილ და სამომავლოდ განსახორციელებელ ნოვაციებს. მოეწყობა ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლების ლექციები და შეხვედრები სტუდენტებთან. ნოტარიუსის პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში კი სტუდენტებს სანოტარო ბიუროში პრაქტიკები დაეხმარებათ.

სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან სტუდენტებს, მართავენ საჯარო ლექციებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში