საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალშვილიან ოჯახს მიულოცა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ, მოადგილემ თინათინ დევდარიანმა და გამგეობის წევრმა მანანა გოგაშვილმა პატარებს  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად  კომპიუტერი,სათამაშოები, წიგნები, საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცეს.

„საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სახელით ყველა ბავშვს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო პირველ რიგში ჯანმრთელობა და ნათელი მომავალი. ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა და იყვნენ წარმატებულები. სასიამოვნოა, როცა შეგვიძლია პატარების თუნდაც მცირედით გახარება“, - განაცხადა გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ.

ცუხიშვილების  მრავალშვილიან ოჯახში 7 გოგონაა და 1 ვაჟი, ყველაზე პატარა 5 წლის სოფიოა. 6 წლის გიორგი ჭადრაკით არის გატაცებული და მას დღეს სურვილი აუსრულდა - საჩუქრად გადაეცა ჭადრაკის დაფა. პატარა სოფიომ კი დაბადების დღის სურვილი ცოტა ადრე აიხდინა და საოცნებო პანდას დათუნია მიიღო.

ნოტარიუსთა პალატა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის უწყება სისტემატურად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში; შესაძლებლობების ფარგლებში, ეხმარება სიმსივნით დაავადებულთა ფონდებს, მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცენტრებს, მრავალშვილიან დედებს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს. უწყება „სოლიდარობის ფონდის“ მუდმივი შემწირველია, დღეის მონაცემით, ფონდში 32.500 ლარამდე აქვს გადარიცხული. მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას ნოტარიუსთა პალატა მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში