ნოტარიუსთა პალატის დელეგაციამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე და პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე ზალცბურგში, ავსტრიის ნოტარიატის მიერ ორგანიზებულ 31-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ.

საერთაშორისო კონფერენციის თემა იყო ,,პრინციპი ევროპა - მოთხოვნის უფლება და გზა“.

ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს, როგორი უნდა იყოს ნოტარიუსთა საერთაშორისო გაერთიანების როლი მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების და იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წინაშე დგას.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ევროპული კომისიის, ევროპის პარლამენტის მაღალი რანგის რეფერენტებმა, სამართლისა და სამეწარმეო და ასევე, სამეცნიერო სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და ადგილობრივმა  ექსპერტებმა.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში