ელექტრონული ასლის დამოწმება

სანოტარო პრაქტიკაში დღეიდან, პირველად ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სანოტარო წესით დაამოწმონ მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი, რომლის ატვირთვაც შესაძლებელია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლი პირველად ​ ნოტარიუსების დავით ოყროშიძის და ელენე მერგელის  საერთო სანოტარო ბიუროში დამოწმდა.

მატერიალური დოკუმენტის ელექტრონული ასლის სანოტარო წესით დამოწმება ემსახურება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/დან დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების სამოქალაქო ბრუნვაში იმპლემენტაციას.

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში