ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით სანოტარო და სასამართლო პრაქტიკაში გამოვლენილი თეორიული და პრაქტიკული პრობლემების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, საჯარო რეესტრისა და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები, აგრეთვე ნოტარიუსები, მოსამართლეები, ადვოკატები, იურისტები, და საბანკო სექტორის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ. სანოტარო საქმიანობის პრობლემატიკასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის შესახებ ისაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ. კონფერენცია პალატის გამგეობის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ გახსნა.

კონფერენციაზე ნოტარიუსებმა, საჯარო რეესტრისა და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა, მოსამართლეებმა და ადვოკატებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, თუ როგორ უნდა მოხდეს თეორიული საკითხების პრაქტიკაში გადაწყვეტა მომსახურების ერთიანი სტანდარტისა და მოქალაქეების ინტერესების დაცვით. კონფერენციაზე განიხილეს ცალკეული შემთხვევები და მაგალითები პრაქტიკიდან, რომლის გარშემოც დისკუსია გაიმართა. კონფერენციაზე განხილულ საკითხებს შორის იყო რეგისტრაცია სავალდებულო მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემისა და დაგირავების თეორიული და პრაქტიკული პრობლემები, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებლო ფურცელის გაცემა, იპოთეკით/გირავნობით დატვირთვის აკრძალვის/შეზღუდვის პრაქტიკული საკითხები, ნოტარიუსის სოლიდარული პასუხისმგებლობა, ნოტარიუსებთან და საჯარო რეესტრში დამოწმებული გარიგებების უკანასკნელი 10 წლის სტატისტიკა.

კონფერენცია ნოტარიუსების, მოსამართლეების, ადვოკატების და იურისტების, საბანკო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით პრაქტიკულ საქმიანობაში წარმოქმნილ სხვადასხვა პრობლემების შესახებ მომავალშიც გაიმართება. განსახილველი საკითხების შერჩევა პრაქტიკული საჭიროებების გათვალისწინებით, ნოტარიუსთა აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით მოხდება.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში