მარიკა გოგოლაძე კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

რას გულისხმობს ნოტარიუსის პროფესია, რა სანოტარო სერვისები შეიძლება მიიღოს მისგან მოქალაქემ, როგორია ამ პროფესიის თავისებურებები და რა პროფესიული და ადამიანური თვისებები სჭირდება მომავალ ნოტარიუსს - ამ და სხვა საკითხებზე ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ესაუბრა. ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარის შეხვედრა ახალგაზრდებთან უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციის და სტუდენტების ინიციატივით გაიმართა, უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კარიერის კვირეულის ფარგლებში.

მარიკა გოგოლაძემ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებთან ნოტარიატის ისტორიაზე, მისი განვითარების ეტაპებსა და ნოტარიუსის პროფესიის დაუფლების საკითხებზე ისაუბრა. ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ნოტარიუსის საქმიანობის მიმართ ახალგაზრდობის ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. შეხვედრის ბოლოს მარიკა გოგოლაძემ ახალგზარდების კითხვებსაც უპასუხა.

სტუდენტურ პროექტებში ჩართულობა ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია..სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, პოპულარული გახადოს ნოტარიუსის პროფესია და მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ოქტომბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში