ნოტარიუსთა საერთო კრებამ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

26 იანვარს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება გაიმართა. ღონისძიებას ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები და ნოტარიუსები ესწრებოდნენ. ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ, დისციპლინური და საფინანსო-სარევიზიო კომისიების თავმჯდომარეებმა ნოტარიუსებს გასული წლის საქმიანობის ანგარიშები წარუდგინეს. ნოტარიუსთა საერთო კრებაზე დამტკიცდა 2019 წლის ბიუჯეტი. გამგეობის ანგარიშის ფარგლებში ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ კრებას წარუდგინა ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის 2019 წლის სამოქმედო გეგმა. კერძოდ კი, ინფორმაცია პალატის ახალი პროგრამის, მობილური აპლიკაციის თაობაზე. ამ ეტაპზე ნოტარიუსებს წარედგინათ ამ პროგრამის მცირე დემო ვერსია. ნოტარიუსთა საერთო კრებაზე წესდების შესაბამისად ნოტარიუსთა ჰიმნის ფონზე ფიცი დადეს ახლადდანიშნულმა ნოტარიუსებმა. ,,საპატიო ნოტარიუსის“ წოდება მიენიჭა 6 ნოტარიუსს: გიორგი გოლოშვილს, ლელა გაზდელიანს, თამარ ფიცხელაურს, ნინო მასხულიას, ნანი ანანიძეს და მადონა ქიქავას. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის რეგულაციებთან დაკავშირებით მედიაციის პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი ნოტარიუსები. გასული 2018 წლის განმავლობაში კი ამ კუთხით მორიგებით 800-მდე მედიაციის პროცესი დასრულდა. საერთო კრებაზე დაჯილდოვდა ნოტარიუსი ცისანა ნათენაძე, რომელსაც ყველაზე მეტი, 109 მორიგების აქტი აქვს დამოწმებული და ნოტარიუსი ირინე დევდარიანი, რომელსაც 984 ჩანიშნული მედიაციის პროცესი აქვს. ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება, არის ნოტარიუსთა პალატის უმაღლესი ორგანო. იგი უფლებამოსილია მიიღოს ნოტარიუსთა პალატის წესდება, დაამტკიცოს პალატის წლიური ბიუჯეტი.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში