აკადემიური წრეებისათვის „სანოტარო სამართლის“ პრეზენტაცია გაიმართა

აკადემიური წრეებისათვის „სანოტარო სამართლის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინიციატივით მოეწყო. წიგნის ავტორებთან - ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძესთან და ადვოკატ გიორგი მარიამიძესთან - შეხვედრას ესწრებოდნენ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მორის შალიკაშვილი, თბილისის ღია უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ცხადაძე და სანოტარო სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ეკატერინე შენგელია, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და მაგისტრანტები.

„სანოტარო სამართალი“ განკუთვნილია საკმაოდ ფართო სპექტრის მკითხველისათვის, მათ შორის - პრაქტიკოსი ნოტარიუსებისთვის, ადვოკატებისთვის, მოსამართლეებისათვის, სანოტარო მომსახურების საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. თუმცა, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, წიგნი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისათვის და იმ მეცნიერებისათვის, რომელიც სანოტარო სამართალს იკვლევს ან ასწავლის მომავალ თაობას. მასში დეტალურად და გასაგებადაა განხილული ზოგადად ნოტარიუსთან და სავალდებულო პროფესიულ დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხის სამართლებრივი განმარტება, მიმოხილულია სანოტარო მოქმედებების პრაქტიკა.

 „სანოტარო სამართალის“ პირველი გამოცემა 2016 წელს გამოვიდა და მოკლე ხანში დაიმსახურა იურიდიული წრეების ყურადღება, რაც „სანოტარო სამართლის“ მეორე ნაწილის გამოცემის საფუძველი გახდა. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, მკითხველთა დაინტერესების შემთხვევაში, ავტორები საკითხზე მუშაობის გაგრძელებას და სანოტარო სამართლის მესამე ნაწილის გამოცემასაც გეგმავენ.



მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში