ნოტარიუსთა პალატამ ევროპის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ევროპის უნივერსიტეტთან საგანმანთლებლო და პროფესიულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი სტუდენტებისთვის იურდიული მიმართულებით ლექციების, შეხვედრების, სემინარების ორგანიზებას და სანოტარო ბიუროებში სასწავლო პრაქტიკის გავლის ხელშეწყობას გულისხმობს.

მემორანდუმის ფარგლებში, სანოტარო სამართლის მიმართულებით მოხდება სტუდენტ იურისტთა პროფესიული ჩვევების განვითარება, კვალიფიკაციისა და სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლება.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე იურდიული ფაკულტეტის სტუდენტებსაც შეხვდა და პროექტის ,,პროფესია ნოტარიუსის“ შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა.

სტუდენტური პროექტების ინიცირება ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პალატის წარმომადგენლები ხშირად ხვდებიან სტუდენტებს, მართავენ საჯარო ლექციებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატას ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი  25 უმაღლეს აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აქვს გაფორმებული.  

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში