ნოტარიუსთა პალატამ წმინდა მოწამეების მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღე აღნიშნა

 

წმინდა მოწამეების მარკიანესა და მარტვირის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ ახალ, მშენებარე ადმინისტრაციულ შენობაში პარაკლისი გადაიხადა.  

წმინდა მოწამეები მარკიანე და მარტვირი მეოთხე საუკუნეში კონსტანტინეპოლის საკათედრო ტაძარში მსახურობდნენ და პატრიარქის, პავლე აღმსარებლის ნოტარიუსების მორჩილებას აღასრულებდნენ. მას შემდეგ. რაც ერეტიკოსებმა წმინდა პავლე სამეფო ქალაქიდან განდევნეს  და მოკლეს, მისი კათედრა არიანელ მაკედონიუსს გადაეცა. მწვალებლები ჯერ მოსყიდვით, შემდეგ კი მუქარით ცდილობდნენ მარკიანესა და მარტვირის გადაბირებას, მაგრამ მარკიანე და მარტვირი ურყევად აღიარებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, რის გამოც ისინი სიკვდილით დასაჯეს.
სამშენებლო სამუშაოების  დასრულების შემდეგ თბილისში, ი.ჯავახიშვილის ქ.N60 მდებარე შენობაში სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ადმინისტრაციული ოფისი განთავსდება.

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში