ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს

საქართველოს ნოტარიუსთა  პალატა  ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს აცხადებს. კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 03 სექტემბერს. გამოცდის საათი გეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებები მიიღება  2018 წლის 02 აგვისტოდან 27 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში.
კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:
  1. სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, ქმედუნარიან პირს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;
  2. კონკურსი ჩატარდება ტესტირების ფორმით ზოგად უნარებში;
  3. პირები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, თავისუფლდებიან კონკურსის გავლის ვალდებულებისგან (მათ მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს მითითებული დოკუმენტები და გამოცდის ჩაბარების სერტიფიკატი). 
 
წარსადგენი დოკუმენტები:
  1. უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  2. სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი);
  3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  4. ორი ფოტოსურათი (ზომით3X4).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: internships@notary.ge ან ნოტარიუსთა პალატის სამდივნოში, მისამართი: თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი  N142.
არასრული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში პირი არ დაიშვება კონკურსზე.  კონკურსის შედეგად გამარჯვებული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში.
სტაჟირების სრული 8 (რვა) თვიანი სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. თეორიული კურსის ხანგრძლივობაა 5 (ხუთი) თვე, პრაქტიკული კურსის - 3 (სამი) თვე.
სტაჟირების კურსის გასავლელად პალატისთვის გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 (ექვსასი) ლარი, რომელიც სტაჟიორის მიერ გადახდილ უნდა იქნეს სწავლების დაწყებამდე.
დანართი - სააპლიკაციო ფორმა

უნარების ნიმუში

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში