ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები ყაზბეგის ნოტარიუსს შეხვდნენ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები ყაზბეგის ნოტარიუსს, მანანა მარსაგიშვილს შეხვდნენ და სანოტარო დოკუმენტების შედგენისა და აკინძვის ახალი წესის შესახებ ესაუბრნენ. გამგეობის თავმჯდომარემ, მარიკა გოგოლაძემ, აღნიშნა, რომ სანოტარო მომსახურების დროს დოკუმენტაციის აკინძვის ახალი წესის შედეგად სანოტარო დოკუმენტი მეტად დაცული იქნება.

შეხვედრის დროს ნოტარიუსმა გამგეობის წევრებთან საუბრისას, სანოტარო საქმიანობის განხორციელების დროს წარმოშობილ პრობლემებსა და პრაქტიკაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. 

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარისგან ნოტარიუსმა, მანანა მარსაგიშვილმა, პრაქტიკაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და მათი გადაჭრის გზების ძიების კუთხით მხარდაჭერა მიიღო. მარიკა გოგოლაძე მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი სახის შეხვედრებს მაღალმთიანი რეგიონის ნოტარიუსებთან.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

ნოტარიუსთა საკონსულტაციო
ცენტრი
2 000 778

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ნოემბერი
560
 
სოლიდარობის ფონდში