ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრების სამუშაო შეხვედრა საჯარო რეესტრთან

საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საჯარო რეესტრს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებდა და იგი საერთო სერვისების გამარტივებასა და მომსახურების ხარისხის ამაღლების საკითხებს შეეხო.

ღონისძიებაში ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, იურისტები და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ მარიკა გოგოლაძემ გახსნა.

ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს და იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა: რეგისტრაციას დაქვემდებარებული დოკუმენტების განაცხადის მიღებასთან დაკავშირებული საკითხები; ელექტრონულ სანოტარო რეესტრში განსახორციელებელი ტექნიკური საკითხები; სანოტარო მედიაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები, სანოტარო აქტების რეგისტრაციის დროს გამოვლენილი ხარვეზები. შეხვედრაზე აღნიშნულ თემებთან მიმართებაში წარმოშობილ ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე იმსჯელეს.  

ნოტარიუსთა პალატისა და საჯარო რეესტრის წარმომადგენლებს შორის მსგავსი შეხვედრები სისტემატურად იმართება. მათი მიზანია, უზრუნველყოს პრაქტიკაში წარმოშობილი შესაძლო პრობლემების სწორად გაანალიზება და მათი გადაჭრის გზების მონახვა, სანოტარო სერვისების დახვეწა და მოქალაქეებისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზება.

 

 

 

 

 

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში