ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ კოლეგებს პროფესიული დღე მიულოცა

ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ნოტარიუსებს პროფესიული დღე მიულოცა. მარიკა გოგოლაძემ პალატის ერთი წლის საქმიანობა შეაფასა და 30-წლიანი სტაჟის მქონე კოლეგები დააჯილდოვა. სიგელები და საჩუქრები იმ ნოტარიუსებს გადაეცათ, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის 30-წლიანი სტაჟი აქვთ.

გამგეობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა თითოეულ ნოტარიუსს და ნოტარიუსთა პალატის თითოეულ თანამშრომელს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ქართული ნოტარიატის განვითარებაში. როგორც მარიკა გოგოლაძემ აღნიშნა, უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებად კვლავ რჩება: სანოტარო სერვისების გამარტივება; სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, საბანკო სექტორთან თანამშრომლობა; ნოტარიუსთა პროფესიული განვითარება; საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება; თანამშრომლობა სტუდენტურ წრეებთან.

კერძოდ, გრძელდება სანოტარო სერვისების დანერგვა საზოგადოებრივ ცენტრებში; ნოტარიუსები აქტიურად ჩაერთვნენ დღეიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტში და მიწის რეგისტრაციისათვის საჭირო კონსულტაციები გაუწიეს 12 სოფლის მოსახლეობას; გაგრძელდა და რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მდებარე სოფლებში გადაინაცვლა მოქალაქეების უფასო კონსულტაციების აქციამ, პროექტის ფარგლებში „სამართლებრივი რჩევები ნოტარიუსებისაგან“ პალატის წარმოამდგენელბმა კონულტაციები გაუწიეს კაჭრეთის, კაბალის, კოდის, ჩაქვის, ორსანტიის, ბარალეთის, კუმურდოს მოსახლეობას; რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, ხობში ნოტარიუსი დაინიშნა და ახალი სანოტარო ბიურო გაიხსნა; სერვისის - სანოტარო მედიაცია - მიღება მოქალაქეს უკვე ყველა მოქმედ ნოტარიუსთან შეუძლია, დღეისათვის უკვე 1000-მდე მორიგების აქტია გაცემული; უფრო დაცული გახდა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ბანკებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მოქალაქეების ქონებას, რომელსაც ისინი ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე შეინახავენ, ყადაღა ან ინკასო არ შეეხება; გამარტივდა ნოტარიულად დამოწმებული იმ დოკუმენტაციის ფორმები, რომელთა წარდგენაც მოქალაქეებს უწევთ ბანკებისათვის, შემუშავდა მინდობილობის ფორმები, გამარტივდა პროცედურები და დაინერგა ერთიანი პრაქტიკა; შშმ პირებისათვის სანოტარო სერვისების დახვეწის მიზნით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე იმ სანოტარო ბიუროების მისამართები განთავსდა, სადაც შშმ პირებს მომსახურების მიღება შეუძლიათ.

ნოტარიუსთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და სანოტარო სერვისების ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვის მიზნით ჩატარდა:კონფერენცია თემაზე „უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეძენა და დაკარგვა: თეორიული და პრაქტიკული პრობლემები“; ტრენინგი „პირის ქმედუნარიანობისა და მხარდამჭერის ინსტიტუტის მიმოხილვა“; კონფერენცია სამეწარმეო სამართლის პრაქტიკულ და თეორიულ საკითხებზე; სემინარი უცხოეთში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნამდვილობის საკითხებზე.

სანოტარო საქმიანობაში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვისა და ქართველი ნოტარიუსების გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარებისათვის უფრო ინტენსიური გახდა თანამშრომლობა საფრანგეთის ნოტარიატის უმაღლესი საბჭოსთან; ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოსთან; ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიასთან; ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირთან; ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ნოტარიატებთან.

ნოტარიუსის პროფესიის პოპულარულობის გაზრდისათვის, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა შეხვედრები გამართეს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან; კავკასიის უნივერსიტეტთან; დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტთან; საქართველოს უნივერსიტეტთან; ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტთან.


წარმატებით გრძელდება ნოტარიუსთა პალატის სტაჟირების პროგრამა და ნოტარიუსის თანაშემწის კონკურსი. ორივე პროგრამისადმი ინტერესი მაღალია. გამოცხადებამდე, დაინტერესებული პირები თვითონ უკავშირდებიან ნოტარიუსთა პალატის ცხელ ხაზს ან სოციალურ ქსელს და ითხოვენ ინფორმაციის მიწოდებას კონკურსის შესახებ.


ნოტარიუსთა პალატა, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე უწყება, ეხმარება მოწყვლად ჯგუფებს. ერთი წლის მანძილზე პალატამ საქველმოქმედო აქციები განახორციელა: ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის, სოლიდური სიმსივნის დიაგნოზის მქონეთათვის, მზრუნველობამოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის; უწყება ჩაერთო სააღდგომო საქველმოქმედო აქციაში, რომელიც საქართველოს საპარტიარქოს მიერ იყო ორგანიზებული. უწყება „სოლიდარობის ფონდის“ შემომწირველია, ნოტარიუსები ყოველთვიურად რიცხავენ თანხას ფონდის ბენეფიცარების დასახმარებლად.

დაიწყო ნოტარიუსთა პალატის ახალი ოფისის მშენებლობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე და კომფორტული ოფისი იქნება. შენობა სრულიად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისათვის სერვისების მისაწოდებლად. ღია და გამჭვირვალე პროცესის შედეგად, რომელშიც ყველა ნოტარიუსის ჩართულობა იყო უზრნველყოფილი, შემუშავდა ნოტარიუსთა წესდების ახალი პროექტი, რომელიც ნოტარიუსთა საერთო კრებამ დაამტკიცა


პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნოტარიუსთა პალატამ ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გამართა.



მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

ნოტარიუსთა საკონსულტაციო
ცენტრი
2 000 778

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

ივლისი
560
 
სოლიდარობის ფონდში