იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ ნოტარიუსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ნოტარიუსებთან ერთად, პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, გამგეობის წევრები და იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის წარმომადგენლები (სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების ცენტრალური ორგანო) ესწრებოდნენ.

სემინარის თემა უცხოეთში გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნამდვილობის საკითხი იყო.

გოჩა ლორთქიფანიძემ ,,უცხოეთის ოფიციალური ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის კონვენციითა (აპოსტილის კონვენცია“) და სხვა საერთაშორისო მრავალმხრივი და ორმხრივი ხელშეკრულებებით დადგენილი რეჟიმის შესახებ ისაუბრა.

სემინარის მიზანია, გაუადვილოს ნოტარიუსებს ყოველდღიური საქმიანობა და დანერგოს ერთიანი პრაქტიკა, მოქალაქეებს კი საშუალება მისცეს,მიიღონ სანდო და ხარისხიანი მომსახურება.

სანოტარო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, ნოტარიუსებს უცხო ქვეყნებში შექმნილ დოკუმენტებთან უწევთ მუშაობა. იმისათვის, რომ აცილებული იქნეს უცხო ქვეყნიდან წარმოდეგნილი გაყალბებულ დოკუმენტების წარმოებაში მიღება, საჭიროა აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობის შემოწმება. როგორ უნდა შესრულდეს სანოტარო მოქმედებები ასეთ დროს, რომ მოქალაქის უფლებები სრულად იყოს დაცული, როგორ რეგულირდება ეს საკითხები უცხოური კონვენციებით, რა საერთაშორისო ინსტრუმენტები არსებობს დოკუმენტის ნამდვილობის შესამოწმებლად, რა რეგულაციებს გვთავაზობს ქართული კანონმდებლობა და როგორ ხდება მათი გამოყენება ნოტარიუსის პრაქტიკულ საქმიანობაში - ეს იყო შეხვედრის ძირითადი თემები.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ზრუნავს თითოეული ნოტარიუსის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. მსგავსი სემინარები, შეხვედრები, განხილვები ერთი მხრივ, ეხმარება ნოტარიუსების პროფესიულ ზრდას და მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვაში, მეორე მხრივ კი ორიენტირებულია მოქალაქეების საჭიროებებზედა ზრდის სანოტარო სერვისების სანდოობას.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში