აქცია „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ ბარალეთის მოსახლეობისთვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის აქცია „სამართლებრივი რჩევები უფასოდ“ სექტემბერშიც გაგრძელდა.

პალატის გამგეობის თავმჯდომარე მარიკა გოგოლაძე, ადგილობრივ ნოტარიუსებთან ერთად, ბარალეთის (ახალქალაქის მუნიციპალიტეტი) მოსახლეობას საზოგადოებრივ ცენტრში შეხვდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს დეტალურად გააცნეს აქტუალური სანოტარო სერვისები: სამკვიდრო ქონების მიღების პროცედურები, მემკვიდრეთა უფლებები და ვალდებულებები; ასევე, არასრუწლოვან პირათა ქონების დაცვის მექანიზმები, მიწის რეგისტრაციის პროცესში სანოტარო მედიაციის უპირატესობა.

სოფლის მცხოვრებლებმა სამართლებრივი კონსულტაცია მიიღეს მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზეც. როგორც შეხვედრის დამსწრეებმა აღნიშნეს, მსგავსი აქციები ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის სამართლებრივ საკითხებში გაცნობიერებისთვის. „მივიღეთ ძალიან საინტერესო  რჩევები, როგორ  დავიცვათ ჩვენი უფლებები, მივიღოთ კუთვნილი ქონება, ვის მივმართოთ დავის დროს...“ - განაცხადეს მოქალაქეებმა. 

აქცია ხვალ კუმურდოს საზოგადოებრივ ცენტრშიც ჩატარდება. 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

აპრილი
560
 
სოლიდარობის ფონდში