ნოტარიუსთა პალატაში ლარიზაციასთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში ლარიზაციასთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებთ შეხვედრა გაიმართა. ნოტარიუსთა პალატის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს. მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც სანოტარო წესით დადებულ გარიგებებს ეხება .
ცვლილებების შესაბამისად, ნოტარიუსმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სესხისა ხელშეკრულებაში საპროცენტო განაკვეთს, საკომისიოს, პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრების მარეგულირებელ პუნქტებს. კერძოდ, მათი ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს. სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს. ასევე ახალი რეგულაცდიით შეიზღუდა უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის შესაძლებლობა 100 000 ( ასი ათას) ლარზე ნაკლები თანხის შემთხვევაში. ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით. სამოქალაქო კოდექსს დაემატა ასევე მუხლი, რომელიც არეგულირებს მეწარმე ან ურთიერთდაკავშირებულ მეწარმეთა ჯგუფის მიერ 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან თანხების მოზიდვის მინიმალურ ოდენობას - არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარისა. ამასტან საპროცენტო განაკვეთების ზღვრული ოდენობა ამ შემთხვევაში არ ვრცელდება კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებზე და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებზე.
 

მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში