სანოტარო მომსახურება კიდევ 6 მუნიციპალიტეტში გახდა ხელმისაწვდომი
დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის შედეგად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსები 6 მუნიციპალიტეტში დანიშნა. სართიჭალა, ამბროლაური, წყალტუბო, ქედა, ქარელი, ლენტეხი - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც სანოტარო მომსახურება დღემდე სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო და მოსახლეობას სანოტარო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქებში უწევდა წასვლა. მაგალითად, სართიჭალას 2016 წლამდე ნოტარიუსი არასოდეს ჰყოლია, ამბროლაურსა და ქედაში სანოტარო ბიუროები 2013 წლიდან აღარ მოქმედებს.
ამიერიდან სართიჭალას ნოტარიუსი ქეთევან ქურასბედიანი მოემსახურება, ამბროლაურის მოსახლეობას - ლანა მაჭავარიანი, წყალტუბოს - ქრისტინე მერკვილაძე, ქედას - ქეთევან ტყეშელაშვილი, ქარელს - ლანა ხანიშვილი, ლენტეხს - ალექსანდრე ჩალაური.
კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებებსა და მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსები სამი წლის ვადით, სავალდებულო წესით, ინიშნებიან. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მათ საქმიანობის გაგრძელება მათთვის სასურველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში შეეძლებათ.
ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს ამ სამი წლის განმავლობაში გაუწევს შესაბამის დახმერაბას სანოტარო საქმიანობის სრულფასოვნად განსახორციელებლად.
სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის დამაგრებასაც შეუწყობს ხელს.
ნოტარიუსთა დანიშვნის წესი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაწყებული რეფორმა ითვალისწინებს, ევროპის ბევრ ქვეყანაში (გერმანია, იტალია, ესპანეთი...) მოქმედებს.
სასარგებლო ბმულები
მომხმარებლებისათვის
გამოკითხვა
ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776
იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599