ზოგადი ცნობები საჯარო ინფორმაციის შესახებ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ვებგვერდზე შეგიძლიათ, გაეცნოთ პალატის მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციას. 

საჯარო ინფორმაცია ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია, გარდა სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა;

საჯარო ინფორმაცია არის ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩა­ნაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე, საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავში­რებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე, საჯარო დაწესებუ­-ლების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია;

ნებისმიერ პირს (ფიზიკურსა და იურიდიულს, საჯარო დაწესებულებას) აქვს უფლება, მიმართოს ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვოს ამ უწყებაში დაცული საჯარო ინფორმაცია, გარდა სხვისი პერსონალური მონაცემებისა ან კომერციული საიდუმლოებისა, აგრეთვე, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.

ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს; აგრეთვე, გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, პალატა ვალდებულია, უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდ­გინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი პალატაში წარადგენს წერილობით განცხადებას.

მოქალაქეს უფლება აქვს, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, (ასლი, ამობეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე, გაეცნოს ინფორმაციას დედანში;

აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების, ან პერსონალური მონაცემების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას (აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება  თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების გაცემის მოთხოვნაზე).

საკუთარი პერსონალური მონაცემების, ან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნისას, განმცხადებლის იდენტიფიცირების მიზნით პირმა განცხადებას უნდა დაურთოს მისი პიროვნების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი და სხვ.) ასლი. 

საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაუყოვნებლივ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინის­ტრ­აციული კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

საჯარო ინფორმაციის ასლები ხელმისაწვდომია და დაუშვებელია, დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის, გარდა ასლის გადაღებისთვის აუცილებელი თანხის (მოსაკრებლის) ანაზღაურებისა (“საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად);

ნოტარიუსთა პალატაში დაცული საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი შეადგენს:

ა) A4 და A5 ფორმატის ქაღალდის ქსეროასლი – ერთი გვერდი – 0,05 ლარს;

ბ) ლაზერულ პრინტერზე ამობეჭდვა – ერთი გვერდი – 0,10 ლარს;

გ) კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 2,65 ლარს;

დ) დისკზე ინფორმაციის ჩაწერა – 1 დისკი – 1,3 ლარს;

ე) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის ვიდეოკასეტაზე – 1 საათი – 2,75 ლარს;

ვ) ინფორმაციის ჩაწერა ინფორმაციის მომთხოვნის აუდიოკასეტაზე – 1 საათი – 0,50 ლარს.

საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

ა) ინფორმაციის მომთხოვნის კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას;

ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში