სანოტარო მედიაცია

რა არის სანოტარო მედიაცია?

სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. დავა წყდება სასამართლო განხილვის გარეშე, მხოლოდ ნოტარიუსის დახმარებით.

ნოტარიუსს მიენიჭა მედიატორის ფუნქცია სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე.

მოდავე მხარეები მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით იწყებენ მოლაპარაკებას და მისი დახმარებით, შეთანხმებას აღწევენ.

მედიაციის პროცესი შესაძლებელია, ჩატარდეს, როგორც სანოტარო ბიუროში, ისე მის გარეთ.

 

სანოტარო მედიაციის უპირატესობა

დავის მოგვარება სწრაფად და იაფად - მოდავე მხარეებს აღარ უწევთ სასამართლოში წასვლა, მიდიან ნებისმიერ მედიატორ-ნოტარიუსთან, იხდიან ნაკლებს (სანოტარო მოქმედების საზღაური განისაზღვრება მხარეებსა და ნოტარიუსს შორის მოლაპარაკების შედეგად);

ნებაყოფლობითი და არა იძულებითი პროცესი - ნოტარიუსთან დავის მოსაგვარებლად მოდავე მხარეები საკუთარი ნებით მიდიან;

თანასწორუფლებიანობა - მედიატორი ნოტარიუსი, როგორც მიუკერძოებელი მრჩეველი, დავის თითოეული მხარის ინტერესს თანაბრად იცავს და ეხმარება მათ შეთანხმების მიღწევაში;

კონფიდენციალურობა - ნოტარიუსს არ აქვს უფლება,  გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც მისთვის მედიაციის განხორციელებისას გახდა ცნობილი;

მედიაციის დასრულებით  კონფლიქტი სრულდება - სანოტარო მედიაცია არა მხოლოდ მორიგების, არამედ შერიგების გარანტიაცაა;

მორიგების აქტი - უდავო მტკიცებულების დოკუმენტი - დავის მოგვარების შემდგომ, ნოტარიუსი ადგენს მორიგების აქტს და ამოწმებს სანოტარო წესით.  აღიშნული დოკუმენტით განსაზღვრულია თითოეული მხარის მოვალეობანი;

მართლმსაჯულების ხელშეწყობა - სასამართლო განიტვირთება სამოქალაქო საქმეების განხილვისგან;

 „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო სრულყოფის შესახებ“ კანონის ფარგლებში სანოტარო მედიაციამ მეტი აქტუალობა შეიძინა, ვინაიდან დადგინდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში არსებულ დავებში მედიატორის სავალდებულო ჩართულობა.

ხსენებული პროცედურა  მხოლოდ პროექტის ფარგლებში მიმდინარე მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ დავებს ეხება.  პროექტის ფარგლებში მედიაციისას, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სანოტარო საზღაურისაგან​. 


სანოტარო მედიაციას სერტიფიცირებული ნოტარიუსები ახორციელებენ.

მედიატორი ნოტარიუსები 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

თებერვალი
560
 
სოლიდარობის ფონდში