საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე იმსჯელეს.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, შეჩერდა იმ პუნქტის მოქმედება, რომლის მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება ჰქონდა უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

შეხვედრა, რომელსაც პალატის გამგეობის წევრებთან ერთად სხვა ნოტარიუსებიც ესწრებოდნენ, პალატის გამგეობის თავმჯდომარის მარიკა გოგოლაძის ინიციავიტივთ ჩატარდა. ნოტარიუსებმა იმსჯელეს, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე რა შეიცვლება სამემკვიდრეო საქმისწარმოებაში, კერძოდ, სამკვიდრო მოწმობის გაცემისას და საერთო პოზიციების ფორმირებაზე შეჯერდნენ.  


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში