ნოტარიუსობის მსურველთა სტაჟირების კონკურსი ჩატარდა

საქართველო ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების მსურველთა კონკურსი ჩატარდა. კონკურზე 110 მსურველი დარეგისტრირდა. კონკურსანტებმა ტესტირება ზოგად უნარებში გაიარეს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირების გავლა ერთ-ერთი აცილებელი პირობაა ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად. სტაჟირება რვათვიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. ორივე კურსის დასრულების შემდეგ სტაჟიორი საფუძვლიანად ფლობს სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ნოტარიუსები უნდა დაინიშნონ შემდეგ ისეთ დასახლებებში, სადაც სანოტარო ბიურო ჯერ კიდევ არ მოქმედებს, ან სანოტარო მომსახურება სათანადადო ხელმისაწვდომი არ არის.

თერჯოლა, ვანი, ადიგენი, ასპინძა - ეს მუნიციპალიტეტები ჯერ კიდევ ნოტარიუსის გარეშეა დარჩენილი.

მარტვილი, ლანჩხუთი, ჭიათურა, კასპი, დუშეთი, თეთრიწყარო, ახმეტა, საგარეჯო, ყვარელი

სიღნაღი - ამ მუნიციპალიტეტებში სანოტარო სერვისები სათანადოდ არ არის ხელმისაწვდომი.

ნოტარიუსი დაინიშნება, ასევე, სოფელ კაჭრეთში.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2015 წლის დეკემბერში დაწყებული სანოტარო რეფორმა წარმატებით გრძელდება.  2016 წელს ნოტარიუსები უკვე 16 მუნიციპალიტეტში დაინიშნენ.

 


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში