დღეიდან ონის მუნიციპალიტეტს ნოტარიუსი კვირაში ერთხელ მოემსახურება

ონის მუნიციპალიტეტი ჯერ კიდევ ნოტარიუსის გარეშეა დარჩენილი, ამიტომ ამბროლაურში მოქმედი ნოტარიუსი ონში გასვლით სანოტარო მომსახურებას შეასრულებს. სანოტარო სერვისების მიღება ადგილობრივ მცხოვრებლებს კვირაში ერთხელ (ხუთშაბათობით)  მუნიციპალიტეტის შენობაში  შეეძლებათ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით,  სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კამპანია 2013 წლიდან დაიწყო.  გასული წლის დეკემბრიდან ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უნოტარიუსოდ დარჩენილ მუნიციპალიტეტებში ნოტარიუსთა სავალდებულო, სამი წლის ვადით დანიშვნას ითვალისწინებს. იუსტიციის მინისტრმა ექვს ასეთ მუნიციპალიტეტში ნოტარიუსები უკვე დანიშნა.

ამის გარდა, გასული წლიდან სოფლების მოსახლეობას სანოტარო მომსახურების მიღება  საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეუძლია. ყვარელწყალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევი (გორის მუნიციპალიტეტი), მუხაესტატე (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ფოკა (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ჯვარი (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი), მარტყოფი (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), კაბალა (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი), გეგუთი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) - ეს ის სოფლებია, სადაც მოქლაქეები სანოტარო სერვისებით უკვე სარგებლობენ.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში