ნოტარიუსებისთვის სამეწარმეო სამართალში სავალდებულო ტრენინგები ტარდება

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის  ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი ყველა ნოტარიუსისთვის სამეწარმეო სამართალში სავალდებულო ტრენინგები დაიწყო.

ტრენინგს ნოტარიუსებისთვის ატარებს ტრენერი-ექსპერტი, სრული პროფესორი ზვიად გაბისონია. სწავლება თითოეული ჯგუფისთვის 2 დღიანია.

აღნიშნული ტრენინგის მიზანია კანონმდებლობაში დანერგილი სიახლეების გაცნობა, აქტუალურ საკითებსა და პრობლემებზე მსჯელობა და მათი გადაჭრა.

სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ნოტარიუსთათვის სავალდებულო სემინარები წელიწადში 2 ჯერ  ტარდება.


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში