სწავლება ახალგაზრდა ნოტარიუსებისთვის

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ორგანიზებით, ქალაქ რომში მსოფლიო ნოტარიატის უნივერსიტეტში ახალგაზრდა ნოტარიუსებისთვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი გაიარეს ქართველმა ნოტარიუსებმაც, მეგი მაღალდაძემ და თამთა ჭადაშვილმა, ასევე ნოტარიუსობის კანდიდატმა და პალატის იურიდიული სამსახურის თანამშრომელმა ნინო ხარიტონაშვილმა. სწავლება ეხებოდა სანოტარო საკითხებს: ნოტარიუსების როლი საერთაშორისო დონეზე, ეთიკა, სამემკვიდრეო სამართალი, უძრავი ქონება და მენეჯმენტი. ტრენინგის მონაწილეებმა თეორიულთან ერთად პტაქტიკული სწავლებაც გაიარეს.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. პალატა აქტიურად თანამშრომლობს კავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატებთან, ესწრება და მასპინძლობს ნოტარიუსთა საერთაშრისო კონფერენციებს


მომხმარებლებისათვის

გამოკითხვა

ყველა გამოკითხვა დასრულებულია

ნოტარიუსთა პალატის
ცხელი ხაზი
2 206 776

იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის
ცხელი ხაზი
2 405 599

მარტი
560
 
სოლიდარობის ფონდში