NEWS
![]() |
ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს ნოტარიუსად დანიშვნის პირობები გააცნეს May 13, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელმა დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩაატარა ლექცია თემაზე „როგორ გავხდე ნოტარიუსი?“. პალატის გამგეობის წევრმა ხათუნა კალანდარიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიუსის თანამდებობის დაკავების პირობები, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდისა და სტაჟირების კონკურსის შესახებ ინფორმაცია გააცნო. |
![]() |
ქართველი ნოტარიუსები ნოტარიუსთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ May 10, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაცია ნოტარიუსთა საერთაშორისო გაერთიანების ევროპულ საქმეთა კომისის პლენარულ სხომაში მონაწილეობდა. კონფერენცია ლიტვაში, ვილნიუსში ჩატარდა. სხდომას საქართველოს გარდა, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის 16 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. |
![]() |
ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები რეგიონის მოსახლეობას შეხვდნენ May 2, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები ვანის მოსახლეობას შეხვდნენ და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო
გამოცდის, სტაჟირების კონკურსებისა და სანოტარო სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
|
![]() |
ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის April 30, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა საქართველოს ქმედუუნარო მოქალაქეთა ელექტრონულ ბაზას ქმნის, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოების უკეთ დაცვას. |
![]() |
ნოტარიუსთა პალატა ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა კონკურსს აცხადებს April 30, 2013 საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს. საბუთები მიიღება მიმდინარე წლის
30 აპრილიდან 23 მაისის
ჩათვლით.
|