ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხეს

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა მომავალ იურისტებთან ისაუბრა პროფესია ,, ნოტარიუსის”  ისტორიაზე,  მნიშვნელობასა და როლზე სამართლებრივ სისტემაში. სტუდენტები გაეცნენ  პროფესიის დაუფლებისთვის აუცილებელ ეტაპებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საქმიანობის სპეციფიკას.
ლექციის ფარგლებში ნოტარიუსმა, იურიდიული ფაკულტეტის სანოტარო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ეკატერინე შენგელიამ სტუდენტებს საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა და სანოტარო საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებზე ისაუბრა. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. 
საჯარო ლექცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა და იგი იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა მორის შალიკაშვილმა და დეკანის მოადგილე ვასილ გონაშვილმა გახსნეს.  
ნოტარიუსთა პალატა აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ხელს უწყობს იურიდიული განათლების პოპულარიზაციას, სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და სანოტარო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.