საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრმა, ნოტარიუსმა დავით იმნაძემ, მონაწილეობა მიიღო ევროპის სამოქალაქო სამართლის ნოტარიუსების საერთაშორისო კონფერენციაში

კონფერენციის ფარგლებში ლათინური ნოტარიატის წევრი პალატების წარმომადგენლებმა იმსჯელეს თანამედროვე და აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის — ევროპის სამკვიდრო მოწმობებზე, ევროკავშირის რეგულაციებზე სამემკვიდრეო საქმისწარმოებაში, ხელოვნური ინტელექტის როლზე ნოტარიუსის საქმიანობასა და სხვა მნიშვნელოვან დარგობრივ მიმართულებებზე.
 
საერთაშორისო კონფერენცია ავსტრიის ნოტარიუსთა პალატის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს საერთაშორისო საუკეთესო სანოტარო პრაქტიკას, გაიზიაროს გამოცდილება და დანერგოს თანამედროვე მიდგომები სანოტარო საქმიანობაში.