იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ნოტარიუსთა პალატის გამგეობასთან მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები განიხილა

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ლანა მორგოშიამ ეკატერინე ნანდოშვილთან და გამგეობის წევრებთან ერთად ისაუბრა სანოტარო სფეროს აქტუალურ საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებს და გეგმებს, მათ შორის - ნოტარიუსთა საერთშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომას, რომელიც მიმდინარე წლის 16-17 აპრილს თბილისში გაიმართება. სხდომას საქართველო პირველად მასპინძლობს.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ნოტარიუსთა პალატის გამგეობას მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished
