ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ქალთა საერთაშორისო დღე მრავალშვილიან დედას მიულოცა

საჩუქრები ოჯახის წევრების საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით შეირჩა.
გამგეობის თავმჯდომარემ ეკატერინე ნანდოშვილმა და გამგეობის წევრმა ნანი სიდამონიძემ თბილისში მცხოვრებ 5-შვილიან ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ტკბილეული და სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცეს.
ნოტარიუსთა პალატა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის უწყება მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
ნოტარიუსთა პალატა ყველა ქალს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს.