სემინარი ნოტარიუსებისთვის

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის ორგანიზებით, ნოტარიუსებისთვის საერთაშორისო კერძო სამართალის პრაქტიკულ საკითხებსა და დოკუმენტების აპოსტილით და ლეგალიზაციით დამოწმების თაობაზე სემინარი ჩატარდა.
 
სემინარზე ნოტარიუსებმა ტრენერებთან ერთად დეტალურად განიხილეს შემდეგი საკითხები:
 
 საერთაშორისო კერძო სამართლებრივ საქმეებზე სანოტარო მოქმედებათა შესრულების ზოგადი წესები;
უცხოელი სუბიექტები სანოტარო წარმოებაში;
 დოკუმენტების საერთაშორისო ნამდვილობა სანოტარო წარმოებაში;
 მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები საერთაშორისო საოჯახო სამართალში;
საერთაშორისო მემკვიდრეობა;
აპოსტილით დამოწმება და ლეგალიზაცია.
 
მსგავსი სახის სემინარები ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოქმნილი საკითხები სწორად გაანალიზონ და მოქალაქეებს მაღალი სტანდარტის მომსახურება შესთავაზონ. 
 
სემინარს უძღვებოდნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი ეკატერინე ბაღიშვილი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის აპოსტილისა და ლეგალიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი სალომე გრძელიშვილი.