ახალდანიშნულ ნოტარიუსებს მედიატორი ნოტარიუსის სერტიფიკატები გადაეცათ

ახალდანიშნულმა ნოტარიუსებმა სანოტარო მედიაციაში ტრენინგი გაიარეს.
სწავლება მოიცავდა სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავების ალტერნატიული გზით - სანოტარო მედიაციით გადაწყვეტის საკითხებს. ტრენინგი შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კომპონენტებისგან.
სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა, რომელიც მოდავეებს საშუალებას აძლევს სადავო საკითხი სასამართლო განხილვის გარეშე, ნოტარიუსის ჩართულობით გადაჭრან.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished