საერთაშორისო კონფერენცია - ,,ნოტარიუსი - ხიდი სამართლებრივ სისტემებს შორის“

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა, მოადგილე მარიკა გოგოლაძესა და გამგეობის წევრ მეგი მაღალდაძესთან ერთად, ედინბურგში, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
 
,,ნოტარიუსი - ხიდი სამართლებრივ სისტემებს შორის“ - ამ სახელწოდების კონფერენციაზე  სამემკვიდრეო სამართლისა და საერთაშორისო კერძო სამართლის მნიშვნელოვანი ასპექტები განიხილეს.
 
ღონისძიებას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციასთან ერთად ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებისა და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრი პალატების დელეგატები, შოტლანდიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სამეცნიერო წრის წარმომადგენლები.
 
კონფერენციის  მიზანი იყო საუკეთესო უცხოური პრაქტიკის  გაზიარება სანოტარო საქმიანობის ახალი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ როგორც  სამოქალაქო, ისე  საერთო სამართლის სისტემების წარმომადგენლებს შორის.