ნოტარიუსთა პალატის გამგეობამ ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" ინსტრუქციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა

ინსტრუქციის ცვლილებათა პროექტი ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა გამგეობის წევრებთან, ნოტარიუსებთან და ნოტარიუსთა პალატის თანამშრომლებთან ერთად  სამუშაო შეხვედრაზე განიხილა.      
 
განახლებული რეგულაციებით, სანოტარო საქმიანობაში არსებული გამოწვევები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოწესრიგდება.         
 
ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შემდეგ, მოქალაქეთათვის სანოტარო სერვისების მიწოდება კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელდება.