ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა

ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის წევრი ნინო ხოფერია  მოხსენებით წარდგა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომაზე, რომელიც პარიზში გაიმართა.
 
ნოტარიუსმა ნინო ხოფერიამ სხდომის მონაწილეებს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო, ისაუბრა ქართული სანოტარო არქივის დიგიტალიზაციის პროცესსა და იუსტიციის სახლის ინოვაციურ პროექტზე - ,,მობილურ იუსტიციის სახლზე”, რომლის საშუალებითაც, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ  მოქალაქეებს სანოტარო სერვისების მიღება ადგილზე, სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ.
 
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის სხდომაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნოტარიატის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების მთავარი თემები იყო მედიაცია, სასამართლოს განტვირთვა და სანოტარო სერვისების გაციფრულება.