კონფერენცია ციფრული სანოტარო სერვისების შესახებ

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრებმა უზბეკეთში, ციფრული სანოტარო სერვისების შესახებ გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირისა და ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს პალატის წარმომადგენლებმა, ციფრული ნოტარიატის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. მათ შორის, განიხილეს ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლი. კონფერენციის მონაწილეებმა საკუთარი ხედვები წარადგინეს სანოტარო მედიაციის განვითარებასთან დაკავშირებითაც.  
სანოტარო სერვისების გაციფრულება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთ-ერთი პრიორიტეტია.  ამ პროცესში უცხოური პრაქტიკის გაზიარება  მნიშვნელოვანია.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრები, ნოტარიუსები დავით ფუტკარაძე,  ეკატერინე მარშანია და ირმა გოგია.