სამუშაო შეხვედრა იტალიის ნოტარიუსთა ეროვნულ საბჭოში

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ნანდოშვილმა გამგეობის წევრ დავით იმნაძესთან ერთად რომში იტალიის ნოტარიუსთა ეროვნული საბჭოს (CCN) ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიის (Notartel) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ საქართველოში პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით არსებული სანოტარო მოქმედებების შესახებ ისაუბრა და იტალიის ციფრულ სანოტარო სერვისებს გაეცნო. საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ნოტარიატის განვითარების მიმართულებით იტალიასა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.
იტალიის ნოტარიუსთა ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ შეთანხმება 2024 წლის დეკემბერში, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა.
Useful Links
For Members
Poll
All polls are finished