სამემკვიდრეო საქმისწარმოებაში ევროკავშირის საკანონმდებლო რეგულაციებზე საერთაშორისო კონფერენციაზე იმსჯელეს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე  ეკატერინე ნანდოშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე მარიკა გოგოლაძემ და  გამგეობის წევრებმა   ნანი სიდამონიძემ და ირმა გოგიამ კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს სამემკვიდრეო საქმეებზე მოქალაქეთა მომსახურების ეფექტიანობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ქვეყნების საკანონმდებლო სიახლეები და პრაქტიკული ასპექტები.
 
უზბეკეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში  „სამემკვიდრეო საქმისწარმოების თავისებურებანი“ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დელეგაციასთან ერთად მონაწილეობდნენ ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის (UINL) პრეზიდენტი და კავშირის წევრი ნოტარიატების, ასევე, ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) წევრი ნოტარიატების თავმჯდომარეები და მათი დელეგაციები.