ნოტარიუსებმა შშმ პირთათვის ინკლუზიური მომსახურების მიწოდებაზე ტრენინგი გაიარეს

როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი სოციალურ ინკლუზიას პრაქტიკაში, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების ეტიკეტი, შეზღუდული შესაძლებლობის მოდელები,  - ამ და თემასთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნოტარიუსებმა ტრენერებთან ერთად სემინარზე იმსჯელეს. 
 
შშმ პირთათვის სანოტარო სერვისების ეფექტურად მიწოდება ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უწყებაში ხშირია სამუშაო შეხვედრები, რაც შშმ პირთათვის სანოტარო სერვისების უფრო მეტად დახვეწასა და  მაღალი სტანდარტის მომსახურების შეთავაზებისთვის მნიშვნელოვანია.
 
ნოტარიუსთა პალატის გამგეობა მუდმივად ზრუნავს თითოეული ნოტარიუსის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. მსგავსი სახის სემინარები ნოტარიუსებს ეხმარება პრაქტიკაში წარმოშობილი საკითხების გაანალიზებასა და ეფექტური სანოტარო სერვისების მიწოდებაში.