საქართველოსა და გერმანიის სანოტარო სისტემებს შორის დარგობრივი თანამშრომლობა ღრმავდება

სანოტარო სამართლის მნიშვნელოვანი საკითხები - უძრავი ნივთის შეძენისა და რეგისტრაციის სამართლებრივი მექანიზმები, მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობები - განიხილეს გერმანიის ნოტარიატის ინსტიტუტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ნოტარიუსი ეკატერინე შენგელია ესწრებოდა.
დისკუსიაში გერმანიის ნოტარიატის ინსტიტუტის დირექტორი ანდრეას ბერნერტი, დეპარტამენტის თავმჯდომარეები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ნოტარიუსთა პალატის პრიორიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებაა. ქართველი ნოტარიუსები ჩართულნი არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის წევრ ქვეყნებს შორის სანოტარო სფეროში არსებული პრაქტიკისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.