ქართველი ნოტარიუსები გერმანიის ნოტარიატის სამართლებრივ და პრაქტიკულ რეგულაციებს გაეცნენ

საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალი, ფულის გათეთრების პრევენცია სანოტარო სფეროში, მომხმარებელთა დაცვის და ქონებრივი დეველოპერული კონტრაქტები - ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის წარმომადგენლებმა ქართველ ნოტარიუსებთან გამართული სემინარის ფარგლებში იმსჯელეს.
 
გერმანიის ნოტარიუსთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარმა წარმომადგენელმა რიჰარდ ბოკმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ევროკავშირის დირექტივაზე, სამშენებლო ხელშეკრულების დადების ეკონომიკურ მნიშვნელობასა და უძრავი ქონების სამართალში მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე ისაუბრა. 
 
გერმანიის ნოტარიატის ინსტიტუტის წარმომადგენელმა დოქტორმა რემბერტ ზიუსმა კი ქართველ ნოტარიუსებს საერთაშორისო სამემკვიდრეო სამართალის რეგულაციები გააცნო.
 
სემინარი საქართველოს და გერმანიის ნოტარიუსთა პალატებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც, სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატებს შორის სასწავლო ღონისძიებებისა და ტრენინგების გამართვასაც ითვალისწინებს.
 
ქართულ-გერმანულ სემინარს  ნოტარიუსები,  იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.