დავით ფუტკარაძემ პროფესია ნოტარიუსის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა შესახებ

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებთან პროფესია ნოტარიუსის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
როგორ უნდა გავხდეთ ნოტარიუსი, რა ეტაპები უნდა გაიაროს პროფესიით დაინტერესებულმა პირმა, რას გულისხმობს სტაჟირება ნოტარიუსთა პალატაში - ამ და პროფესია ნოტარიუსის დაუფლებისათვის აუცილებელ სხვა მნიშვნელოვან თემებზე  დავით ფუტკარაძემ სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ლექციის დასასრულს დავით ფუტკარაძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სანოტარო სფეროში საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
სტუდენტურ წრეებთან თანამშრომლობის მიზანი სტუდენტებისთვის სანოტარო საქმიანობის უკეთ გაცნობაა, რაც მომავალ იურისტებს მათი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება. ნოტარიატის სისტემას კი საშუალებას მისცემს, მოიზიდოს ახალგაზრდა და მოტივირებული კადრები.