ნოტარიუსთა პალატამ მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დედის დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. დავით ფუტკარაძემ და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლებმა ხატია ყოლბაიას, 7 შვილის დედას, დედის დღე მიულოცეს და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, ტკბილეული და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
ნოტარიუსთა პალატა მუდმივად ეხმარება მრავალშვილიან დედებს, სიმსივნით დაავადებულთა ფონდებს და მზრუნველობამოკლებული ბავშვების ცენტრებს.