პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა - ნოტარიუსებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ტრენინგის ფარგლებში იმსჯელეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა, მონაცემთა დამუშავების პრინციპები და უსაფრთხოება - ამ და თემასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნოტარიუსებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ტრენინგის ფარგლებში იმსჯელეს.
პერსონალური მონაცემების, მათ შორის არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა, მათი შემდგომი დამუშავება და ამ მხრივ არსებული ცოდნის გაღრმავება ნოტარიუსებისთვის პროფესიული საქმიანობის სფეროში მნიშვნელოვანია. ნოტარიუსები ტრენინგის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც გაეცნენ.
ტრენინგების ციკლი ,,პერსონალური მონაცემების დაცვა" ნოტარიუსთა პალატის გამგეობის და სასწავლო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ნოტარიუსებს ტრენინგის დასასრულს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა სერთიფიკატები გადასცეს.