ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ პანდემიის პერიოდში ნოტარიატის სფეროში განხორციელებულ სამართლებრივ რეგულაციებზე ნსკ-ის ევროპის საქმეთა კომისიის სესიაზე ისაუბრა

ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ პანდემიის პერიოდში ნოტარიატის სფეროში განხორციელებულ სამართლებრივ რეგულაციებზე ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სესიაზე ისაუბრა.
ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის წევრმა, ნოტარიუსმა მეგი მაღალდაძემ თავის მოხსენებაში ყურადღება პანდემიის პირობებში სანოტარო ბიუროების მუშაობის განსხვავებულ წესზე გაამახვილა. ისაუბრა იმ მიდგომებზე, რომლებიც ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ნოტარიატის სფეროში განხორციელდა და მიზნად ისახავადა სანოტარო მომსახურებას  უსაფრთხო გარემოში.
პლენარული სხდომა პორტუგალიის ნოტარიატის და ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ( UINL) - ის ეგიდით ქ.ლისაბონში გაიმართა და მას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელთან ერთად  კოლეგები საერთაშორისო კავშირის წევრი  ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ.
საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრია. ქართველი ნოტარიუსები ჩართული არიან ნოტარიუსთა მსოფლიო ქსელში, რომელიც ლათინური ნოტარიატის საერთაშორისო კავშირის წევრ ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლას ისახავს მიზნად.