საქართველოს მასშტაბით კიდევ 4 ახალი ნოტარიუსი დაინიშნა

სანოტარო მომსახურება უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა ამბროლაურში, ხობში, ზესტაფონსა და ქედაში.
სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, მათ შორის, სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, 2021 წელს თანამდებობაზე 18 ნოტარიუსი დაინიშნა. შედეგად, სანოტარო მომსახურება დამატებით 8 ადმინისტრაციულ ოლქშია შესაძლებელი.
დღეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე ახალ დანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა. დავით ფუტკარაძემ შეხვედრაზე სანოტარო სერვისების თაობაზე ისაუბრა, ახალ დანიშნულ ნოტარიუსებს ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეები გააცნო დაპროფესიული წარმატებები უსურვა.
კანონმდებლობის თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
შეხვედრას ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრის და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.