ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსის თანაშემწის გამოცდა დასრულდა

ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატები სასწავლო პრაქტიკას  სანოტარო ბიუროებში გაივლიან.
ნოტარიუსის თანაშემწის მსურველებიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 75 ქულა 14-მა კანდიდატმა  გადალახა.
სასწავლო პრაქტიკის  დასრულების შემდეგ, ნოტარიუსის თანაშემწის კანდიდატებს  შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.
სერტიფიცირებული თანაშემწეები  ნოტარიუსის თანაშემწის ელექტრონულ მონაცემთა  ბაზაში დარეგისტრირდებიან.
აღნიშნული ბაზიდან   თანაშემწეებს  ნოტარიუსები თავად შეარჩევენ და საკუთარ სანოტარო ბიუროებში დაასაქმებენ.
ნოტარიუსის თანაშემწის სასწავლო კურსის გავლის მსურველთათვის საბუთების მიღება მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 14 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა.
სასწავლო  კურსის თეორიული სწავლება  შერეული (ონლაინ და ადგილზე დასწრების) მეთოდით წარიმართა.