ნოტარიუსთა პალატამ მედიატორთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

ნოტარიუსთა პალატასა და მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მედიატორთა ასოციაცია და ნოტარიუსები სანოტარო მედიაციის პოპულარიზაციისათვის დაგეგმავენ და ჩაატარებენ ერთობლივ  ღონისძიებებს, კონფერენციებს, სემინარებს. სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე გაიმართება სამუშაო შეხვედრები, მოხდება კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების ერთობლივი ორგანიზება.
სანოტარო მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიული, გამარტივებული ფორმაა. სამოქალაქო დავის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ სასამართლოს ნაცვლად მიმართონ ნოტარიუსს და არსებული უთანხმოება სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯით მორიგებით  დაასრულონ.  სანოტარო მედიაცია ეფექტიანია სამემკვიდრეო, სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე.