იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრში ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი დასრულდა. ნოტარიუსობის მსურველებიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, 75 ქულა და მეტი, 71-მა აპლიკანტმა მიიღო.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა ორეტაპიანი იყო. გამოცდის პირველი ნაწილი ზოგად უნარებში 26 აპრილს ჩატარდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 88 მონაწილემ გადალახა. მეორე ეტაპი კი პროფესიული გამოცდა იყო.
ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საბუთების მიღება იუსტიციის სასწავლო ცენტრში 2021 წლის 20 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. თავდაპირველად ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების სურვილი 130-მა პირმა გამოთქვა.
მონაწილეებს რომლებმაც პროფესიული ეტაპი წარმატებით გაიარეს სერთიფიკატები გადაეცემათ